ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვია. შეხვედრა გაიმართა როგორც აკადემიის რექტორთან, ისე სტუდენტებთან. ევროკავშირის დახმარებით სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. 2014 წლიდან დღემდე, საქართველოს მეზღვაურების დასაქმება უცხოურ გემებზე 40 პროცენტით გაიზარდა.