როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინეს.
დოკუმენტში ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზეა საუბარი. პრობლემურ თემებად რჩება მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა და შრომითი ურთიერთობები, თუმცა წელს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გარემოს დაცვაზე. ანგარიშის ავტორები ხაზგასმიით აღნიშნავენ, რომ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია საჯარო სექტორში დასაქმების კუთხით არსებულ შესაძლო კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებზე და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე.