ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალი შვედეთში

შვედეთი ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალს მასპინძლობს, სადაც ევროკომისია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს წარადგენს. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს, ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.