ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ერთია ევროპული მხარდაჭერა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად უნდა იმუშაოს მტკიცე მხარდაჭერის მიღებისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტი კარგად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას და ხაზს უსვამს დასავლეთის ურყევ მხარდაჭერას. რაც შეეხება ევროკავშირის გადაწყვეტილებას შექმნას საკუთარი სწრაფი რეაგირების ძალები, „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი, მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.