ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პოლიტიკური ოპონენტები ცალ-ცალკე იმუშავებენ. დიალოგის მაგიდის გარშემო გაერთიანება ისევ ვერ ხერხდება. ხვალიდან, 25 ივლისიდან საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს, რა დროსაც, მათ შორის არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები შემუშავდება. პროცესის დაწყების შესახებ, დეტალები დღის ბოლოს განცხადებით გაავრცელა „სტრატეგია აღმაშენებელმა„. პარალელურად, საკუთარ სამოქმედო გეგმას ამუშავებს მმართველი გუნდი მის მიერ უკვე შექმნილი კომისიების ფარგლებში და ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.