ევროკავშირის 12 რეკომენდაცია

„სტრატეგია აღმაშენებელმა” ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს. გიორგი ვაშაძის გუნდის წევრები განმარტავენ, რომ მათ ცვლილებებს ხმა პირველი-მეორე მოსმენის რეჟიმში მისცეს, თუმცა მესამე კენჭისყრაზე ტექნიკური ხარვეზი იყო და სხდომას არ ესწრებოდნენ. ოპონენტების განმარტებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დესტრუქციულ ნაბიჯებზე საუბრობს.