ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მოლდოვაში ზაფხულის დასაწყისში გაემგზავრება სამოქალაქო მისია, რომელშიც იქნებიან იუსტიციის, პოლიციისა და საბაჟოს წარმომადგენლები. ასევე, ევროკავშირი მოლდოვაში გააგზავნის ექსპერტებს, რომლებიც კიშინიოვს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყებები უკვე მუშაობენ კრიზისული კონცეფციის მენეჯმენტზე, რომელიც მარტში იქნება მზად. ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი ევროკავშირის საკონსულტაციო მისიაში შემავალი ექსპერტების რაოდენობა, მანდატი და პროფილი. ეს კონცეფცია ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. მისიის მოლდოვაში გაგზავნის მთავარი მხარდამჭერები არიან გერმანია, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი, დანია, ჩეხეთი და პორტუგალია.