რა მოლოდინი აქვთ ქვეყანაში. ცნობადობის გაზრდა და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი. სპორტულთან ერთად, აქცენტი ტურიზმის მიმართულებითაც კეთდება.
კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლად ჩვენი ქვეყნის დასახელების შემდეგ, უკვე ცნობილია სად აშენდება ახალი დარბაზი. სპორტული კომპლექსი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვება, დიღმის ჭალებში განთავსდება.
„ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე 6 თვით ადრე კი, საქართველოს შესახებ გადაღებული საიმიჯო ვიდეო-რგოლი, ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის სატელევიზიო ეთერში იტრიალებს.
სიახლეები, დღეს გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა დელეგაციამ გაახმაურა.