კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში, კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებით კოალიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის მიემართათ.
პროექტის ფარგლებში ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.