კამპანია „ძალა ევროპაშია“ დაიწყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ კამპანიას იწყებენ.

„ძალა ევროპაშია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ინიციატივაა.

კამპანიის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრების და პოპულარიზაციის პროცესში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კამპანია „ძალა ევროპაშია”, გააერთიანებს საქართველოს საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, საჯარო უწყებებსა და ბიზნესკომპანიებს.