შეძლებენ თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთობლივ მუშაობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად? ევროკომისიისგან მიღებული დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ახალა საუბარი 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეა. პოლიტიკური ოპონენტები თანხმდებიან, რომ აუცილებელია კონსოლიდაცია, რათა საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. უმრავლესობაში კი, ოპონენტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი ამჯერადაც არ აქვთ.