ევრო 2024 - მზადება მატჩისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება – ვილი სანიოლის გუნდი ამ წუთებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. ყველაზე დიდ ინტერესს ისევ ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობა იწვევს, რომელიც მონტენეგროსთან შეხვედრისას დაშავდა და თურქეთთან მატჩი გამოტოვა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე კვლავ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს მზადებას. დღევანდელი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე საღამოს პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს ხვალ, 22 ივნისს 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.