სომხეთი დღეს მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
საქართველოს მეზობელ ქვეყანაში მოსკოვის მიერ ევროკავშირის საპირწონედ შექმნილი ორგანიზაციის მომავალზე მსჯელობდნენ. ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა. ჰასან როჰანს დღეს სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსი ჰქონდა. ვაშინგტონთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე ირანის პირველი პირი ევრაზიულ კავშირთან პარტნიორობის გაძლიერებაზე ალაპარაკდა.
გივი ბარამიძე გვეტყვის, გაფართოვდება თუ არა 5-წევრიანი კავშირი.