საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოში.
ორგანიზაციაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილისგან მოსკოვმა მკაფიო და მწვავე გზავნილები მიიღო. კორტნი ოსტრიანიმ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა, ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება დაგმო და ერგნეთის მსგავსად გალის შეხვედრების აღდგენა მოითხოვა. „რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკური ექსპლუატაცია და ოკუპირებული აფხაზეთის ჩართვა რუსეთის მმართველ სტრუქტურებში”, – ასე შეაფასა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ცოტა ხნის წინ სოჭში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასა და მოსკოვს შორის გაფორმებული ე.წ. სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა.