რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე ისაუბრებს დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე.
შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქში იმართება. ამ წუთებში, საქართველოს პირველი დიპლომატი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ხვდება.
ბრატისლავადან ქეთი ჩოხელი ისაუბრებს.