ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე ისაუბრებს დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე.

შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქში იმართება. ამ წუთებში,  საქართველოს პირველი დიპლომატი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ხვდება.

ბრატისლავადან ქეთი ჩოხელი ისაუბრებს.

დატოვე კომენტარი