ჟენევის და ბრიუსელის შემდეგ ვენა – რუსეთის ულტიმატუმები ამჯერად ეუთო-ში განიხილება.
პოზიციების დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს, ამიტომ საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა 10 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. მოსკოვი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბარს, შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრას და ახლა უკვე ეუთო-ს სხდომას წარუმატებლად აცხადებს. ვაშინგტონის და ბრიუსელის მსგავსად, რუსეთის წარმომადგენელს ახლა უკვე ეუთო-ში უთხრეს, რომ დასავლეთი ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარს მოკავშირეების გარეშე არ აპირებს და მოსკოვი ვერც ერთი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებს. უკრაინის საზღვართან გამწვავებული სიტუაციის დეესკალაცია მოსკოვის მიმართ ევროპის და აშშ-ის მთავარ მოწოდებად რჩება.