მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეუთოს 30-ე მინისტერიალზე ქართული მხარე მეგობართა ჯგუფისგან ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნებას ელოდება. ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარტნიორებს სკანდინავიური სახელმწიფოების პოზიცია უნდა გააცნოს, ასევე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ახალ თავმჯდომარე ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ თანამდებობას ჩრდილოეთ მაკედონიისგან, სავარაუდოდ, მალტა გადაიბარებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სესიის მონაწილეებმა საკუთარ გამოსვლებში რამდენჯერმე ახსენეს საქართველო და მოლდოვა, მთავარი განსახილველი საკითხი კი უკრაინის ომი იყო.
მინისტერიალზე იმყოფებოდა სერგეი ლავროვიც, რომელმაც ეუთო-ს განადგურების პირას მყოფი ორგანიზაცია უწოდა.