ეუთო-ს განცხადება

ქვეყანაში არსებული ვითარების დარეგულირების პროცესში ეუთო ბელარუსს შუამავლის ფუნქციას სთავაზობს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ედი რამას განცხადებით, ეუთო ბელარუსს თავს არ მოახვევს საკუთარ პოზიციას, არ მიემხრობა რომელიმე მხარეს და არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ბელარუსის ხელისუფლება ამ ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურება.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები ცხრა აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ხმების 80,1 პროცენტით, მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა.

დატოვე კომენტარი