26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს. მისიის მონაწილეებმა ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და საარჩევნო პროცესი შეაფასეს. დასახელდა რამდენიმე უარყოფითი ფაქტორი, რომელიც საარჩევნო უბნებსა და მის გარეთ გამოვლინდა.