„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებას, პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის მსგავსად, ეუთო-ს პოზიცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. მისივე თქმით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას თავის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები არ წარმოუდგენია.
შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან. ის უნდა გაუქმდეს, წერია განცხადებაში.