მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი. პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 30 მილიონ ლარს შეადგენს. მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იგეგმება, ასევე გათვალისწინებულია ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაცია.