მაჭახელას ეროვნულ პარკში საგამოფენო სივრცე გაიხსნა

მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა. მას საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურული ნიმუშები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ხეობის ისტორიას გაეცნონ და მათთვის საინტერესო მარშრუტი დაგეგმონ.

საგამოფენო სივრცე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით შეიქმნა.