ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ესპანეთი ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს. ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 210 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა სამი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი. მომდევნო რამდენიმე დღე, სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან. წყალდიდობის შედეგად დაღუპულებს რომის პაპმა მიუსამძიმრა.