ესპანეთში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. აქედან 92 ადამიანი სტიქიას ვალენსიაში ემსხვერპლა. ესპანეთის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას ისევ აფრთხილებს. კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე. წყალდიდობის შედეგად ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, განადგურდა ხიდები.