ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ენგურჰესის ტერიტორიაზე ერთობლივი სხდომა გამართეს. სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების 2014-2024 წლების შედეგები შეაფასეს და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე იმსჯელეს. ანგარიში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. გენადი არველაძის განცხადებით, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ ვალდებულება აიღო განახორციელოს ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით.