„14 მილიარდი ინვესტიცია სტუდენტებისთვის“ – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დღეს სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრეს. თამარ კორძაიას განცხადებით, ქვეყანაში უსამართლო კანონებია, რომლებიც ყოველდღიურად აისახება სტუდენტების ცხოვრებაზე. მისი თქმით, სტუდენტებს ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის საცხოვრებელი ბინების. ქირის გადასახდელად მუშაობა უწევთ, რაც სწავლის ხარისხზე აისახება. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესების პირობას დებს.