„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

არჩევნები 2024 – პარტიების საარჩევნო კამპანია: დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გლდანი გამარჯვებისთვის და ცვლილებებისთვის ემზადება. სოფო ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ არჩევნებზე ყველა ხმა დაცული იქნება და ისინი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.