„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა – გია ჯაფარიძემ და ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობის შესასვლელთან ბრიფინგი გამართეს. ლიდერებმა ქვეყანაში ფასების ზრდაზე ისაუბრეს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ფასები პროდუქტზე, მედიკამენტებზე და საკანცელარიო ნივთებზე იმდენად გაიზარდა, რომ მოსახლეობას მათი შეძენა უკიდურესად უჭირს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქუთაისელი ამომრჩევლის განწყობაზეც ისაუბრეს.