„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისელ ამომრჩეველთან ხელშეკრულებას აფორმებს. განცხადება ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა არველაძემ ქუთაისში, დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მისივე თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი.