საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მუხლების მოქმედება არ შეჩერდება, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ გააპროტესტა, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსთან სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მივიდნენ და ბანერების სასამართლოს თავმჯდომარისთვის გადაცემას ითხოვდნენ, თუმცა შენობაში მანდატურის სამსახურმა არ შეუშვა, რის შემდეგაც ბანერები შენობის შესასვლელთან დატოვეს.