ერთიანი ევროგადახდის საკანონმდებლო ინიციატივები

პარლამენტი ერთიანი ევროგადახდის გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. საკანონმდებლო ორგანოში დილიდან ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს უსმენენ. საქმე ეხება სამ კანონპროექტს. პირველია საგადასახადო სისტემების შესახებ კანონი, რაც ბაზრის მოთამაშეებს შორის გადახდის წესებს არეგულირებს, მეორეა ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდერების, იგივე კრიპტოაქტივების შესახებ კანონპროექტი, რომელის მიზანიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთაა. კიდევ ერთი კანონპროექტი კი კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. სეპაში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმების დროულად შესრულებისთვის, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავს.