ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის. საგამოცდო მასალების თუ წესების მხრივ წელს რაიმე ცვლილება არ არის. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ ეტაპად ჩატარდა. ბოლო გამოცდა 26 ივლისს ჩატარდება. შედეგები კი აგვისტოს პირველ დღეებში გახდება ცნობილი.
საგამოცდო ცენტრებში დღეს აბიტურიენტები ციხეებიდანაც მიიყვანეს.