აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ხოლო 28 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. გამოცდა გრანტის გაუმჯობესებისთვის სტუდენტებმა უკვე ჩააბარეს. გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან ამ დრომდე გამოცდებზე გავიდა 94 %-მდე გამოსაცდელი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტიდან კი 82%-ზე მეტი.
2023 წელს გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი იყო თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად გამოცდებს აბარებდნენ ამბროლაურშიც.