საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ქვეყნის მასშტაბით 24-ვე საგამოცდო ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზეა მოწყობილი. აპლიკანტებმა გაიარეს სამედიცინო შემოწმება, მათ უშუალოდ გამოცდის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება აქვთ. მერხებს შორის დაცულია დისტანცია. თითოეული სამუშაო მაგიდა კი წინა მხრიდან გამჭვირვალე დამცავი ფარით არის აღჭურვილი.
გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში – ხომ არ ყოფილა გარკვეული სახის დარღვევები და ასევე საინტერესოა, მაღალი ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ხომ არ დაუფიქსირდა რომელიმე აბიტურიენტს?