ზუგდიდში გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აბიტურიენტების რეგისტრაცია დილის 08:00 საათიდან დაიწყო. პირველ სესიაზე 403 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ გამოცხადდა 368. წელს ზუგდიდში ეროვნულ გამოცდებს 12 კლასდამთავრებულებთან ერთად, საცდელ გამოცდებს 11 კლასდამთავრებულებიც აბარებენ. სულ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 2 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.