საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით გახსნილია. გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებულია 2 520 აბიტურიენტი. დღეს დილის სესიაზე 505 აბიტურიენტიდან 477 გამოცხადდა. 2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ინფორმაციით, დილის სესიაზე დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა და გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.