ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან – 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მთავრობის გადაწყვეტილებით, შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი და ტაძარი აშენდება.
ტრაგედიის წლისთავზე კურორტზე დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მსგავსი შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე ისაუბრეს. გეგმის მიხედვით, ყველა საყურადღებო მყინვარი მონიტორინგის სისტემით იქნება აღჭურვილი, რაჭის განვითარებისთვის კი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, შეირჩევა შესაბამისი ლოკაციები. ერთ-ერთი ახალი ტურისტული ზონა კი, სავარაუდოდ, სოფელი მრავალძალის ტერიტორია იქნება.