ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, წამებით მოკლული საქართველოს მოქალაქე, დღეს მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაიხსენეს.

ტატუნაშვილის ოჯახთან ერთად, მის ხსოვნას პატივი მთავრობის მეთაურმა და ხელისუფლების წევრებმა მიაგეს. მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა ქეთევან ქარდავაც.