5 ივლისის მოვლენებისა და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხარვეზებზე, გენერალურ პროკურატურასთან განცხადება გააკეთეს „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ წევრებმა. კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენებისას დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები.