ერთი დღე რჩება საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დასკვნის გამოქვეყნებამდე.
ხვალ ევროკომისია ე.წ. გაფართოების ანგარიშს წარმოადგენს და იტყვის, შეასრულა თუ არა ქვეყანამ წელიწადნახევრის წინ მიცემული დავალება და იმსახურებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. შეფასებითი დოკუმენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეფორმებს დაეყრდნობა, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად 2022 წლის ივნისის შემდეგ გატარდა. სწორედ ხვალინდელი დასკვნის საფუძველზე მიიღებს ევროპული საბჭო დეკემბერში საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას. საინტერესოა, რა რეკომენდაციას გასცემს ხვალ ევროკომისია საქართველოზე და იქნება თუ არა ის დადებითი.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი უკვე ბრიუსელშია, – სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს წინასწარ განწყობებს.