ერთ თვეში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ორჯერ გაიზარდა. პირველად მიმდინარე წლის 4 სექტემბერს 0,5 პროცენტით 7 პროცენტამდე, ხოლო მეორედ დღეს, ასევე 0,5 პროცენტით 7,5 პროცენტამდე.
გეგმის მიხედვით მონეტარული პოლიტიკის სხდომა 23 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა რიგგარეშე სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კომიტეტის წინა გადაწყვეტილების შემდეგ, ლარის კურსი დოლარის მიმართ ისევ იგივე დონეზე ნარჩუნდება, ამიტომ ინფლაციის გაზრდის მოლოდინი კვლავ არსებობს.
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ლარში გაცემული სესხები მცირედით გაძვირდება.