ცნობილი ქართული ფილმის ახალი სიცოცხლე.
ელდარ შენგელაიას შედევრის, „შერეკილების“ რესტავრაცია დასრულებულია. ეროვნული არქივის სპეციალისტებისთვის სამუშაოები რთულად შესასრულებელი იყო, რადგან კინოფირს საკმაოდ ბევრი ხარვეზი ჰქონდა. 49 წლის წინ გადაღებული მხატვრული ფილმის აღდგენა იმ პროექტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ფილმსაცავიდან ჩამოტანილი ქართული ფილმების რესტავრაციისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანისთვის, ექვსი წლის წინ დაიწყო.