ტურიზმის სფეროში არსებული კრიზისით ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ბაზარზე არსებულ მძიმე სურათს.
ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად ფასს კარგავს. რყევები თვის დასაწყისიდან გაძლიერდა, რის გამოც ბოლო ერთ კვირაში ეროვნულმა ბანკმა უკვე მეორე ინტერვენცია განახორციელა და დღეს კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ფასი საშუალოდ 3 ლარსა და 18 თეთრს აღწევს, ევრო კი – 3 ლარსა და 78 თეთრს. დამაიმედებელი პროგნოზების ფონზე ოპონენტთა მწვავე კრიტიკის და პრეტენზიების მოსმენა უწევს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომელიც ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მოახლოებულ არჩევნებს და პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ მოლოდინებსაც ასახელებს.