ეროვნული ვალუტის კურსის რყევები

ლარის კურსის ფორმირება და მასთან მიმართებაში ეროვნული ბანკის როლი განხილვის მთავარი საკითხი იყო თბილისში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მორიგ შეხვედრაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გერმანიის ელჩი და კერძო სექტორის წარმომადგენლები. როგორც  გვენეტაძემ აღნიშნა, კერძო სექტორის კითხვები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას და ფინანსურ სტაბილურობას შეეხებოდა.