40 მილიონი დოლარის გაყიდვის და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის კურსი მაინც 2 ლარის და 97 თეთრის ნიშნულზე რჩება.
ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდის შეჩერებას და ფასების დასტაბილურებას ახალი გეგმით ცდილობს. კერძო ბანკებს დღეიდან უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები უმცირდებათ. ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებს და დამატებითი ბერკეტების გამოყენებას მომავალშიც არ გამორიცხავს.
სწორედ სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც პრემიერმა დღეს ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან განიხილა.