ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის რყევა გრძელდება. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე, დოლარი დღეს 2 ლარი და 77 თეთრ-ნახევარი ღირს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიმდინარე პროცესის შეფასებისას საგარეო ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად მყარდება, რასაც ასევე ემატება თურქეთში ეროვნული ვალუტის, ლირას გაუფასურება.
ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობაში ყველაზე სწორი და ეფექტური პოლიტიკა არის ლარიზაცია. გაცვლითი კურსის მიმდინარე გაუფასურების პირობებში, ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი.