ეროვნული გვარდია 31 წლისაა 

საქართველოს ეროვნულ გვარდიას 31 წელი შეუსრულდა.

პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს, უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.