პრეზიდენტმა 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა.
შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისთვის დაჯილდოვდა. პრეზიდენტი მის მშობლიურ სოფელში იმყოფებოდა და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.