ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღესაც უცხო ენის გამოცდას აბარებენ. სესიაზე აბიტურიენტების 93 % მივიდა, ოთხმა აბიტურიენტმა დააგვიანა. კორონავირუსის დადასტურების გამო უცხო ენის გამოცდას 30 აბიტურიენტი ვერ დაესწრო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დააგვიანონ გამოცდებზე, ამასთან, კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ დაგვიანებული და არ გამოცხადებული აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს ეთიშებიან.